logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ რომ „ჩაძირული გემია“, ეს უკვე სრული ჭეშმარიტებაა!
- +

9 მაისი. 2016. 14:59


 

„ნაციონალური მოძრაობა" რომ „ჩაძირული გემია", ეს უკვე სრული ჭეშმარიტებაა!", - ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.



„ნაციონალური მოძრაობიდან" წევრების წასვლას საქართველოს პარლამენტის დეპუტატი შიდაპარტიულ დაძაბულობას უკავშირებს.



„ნაციონალურმა მოძრაობამ" იცის, რომ ის იმ შედეგებს ვეღარ აჩვენებს, რაც წინა არჩევნებზე აჩვენა. ალბათ ეს დაპირისპირებებს იწვევს პარტიის შიგნით და ძაბავს სიტუაციას.

 

 

ვინ სად გადახტა, გადმოხტა და უშველა თავს, თუ რა ქნა - არ ვიცი, ან იქიდან გამოქცევა ვის როგორ უშველის, არც ეს ვიცი. მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას" რომ პერსპექტივა აღარ აქვს, ეს სრული ჭეშმარიტებაა", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner