22 ივლისს, იაპონელი ქალი ჩიო მიაკო გარდაიცვალა, რომელიც მსოფლიოს უხუცეს ქალად დაასახელეს. ის 1901 წლის 2 მაისს, იაპონიის პრეფექტურა ვაკაიამაში დაიბადა და 117 წელი და 81 დღე იცოცხლა.
ოჯახის ინფორმაციით, ის იყო ადამიანი, რომელსაც ყველასთვის ბედნიერება მოჰქონდა ვისაც კი შეხვდებოდა.