logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მიხეილ ჯანელიძის განცხადება სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე აბსოლუტურად ადეკვატური იყო
- +

9 მაისი. 2016. 15:29


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის განმტკიცებაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს უნდა ეფუძნებოდეს.


პრემიერის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით აბსოლუტურად ადეკვატური იყო.



ასეთ შეხვედრებს სჭირდება მომზადება. შეხვედრა უნდა იყოს გამიზნული იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. თუ ასეთი გადაწყვეტილებები მომზადდება და ეს გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, უნდა განამტკიცებდეს და დაფუძნებული იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, რომ ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღოთ. მიხეილ ჯანელიძის განცხადება სწორედ ამას გამოხატავდა და მე ვფიქრობ, არაფერი მოულოდნელი ამაში არ უნდა ყოფილიყო.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ურთიერთობები არის ჩიხში შესული და ამ ჩიხიდან ჩვენ უნდა გამოვიდეთ, მაგრამ ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ არა კომპრომისების ხარჯზე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, არამედ მაქსიმალური კონსტრუქტივიზმის ხარჯზე და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ის არაერთი ფორმატი, რომელიც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში გაგვაჩნია დღეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ „შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში" რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner