logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთსა და ესპანეთს გაზსადენი დააკავშირებს
- +

28 ივლისი. 2018. 11:51

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი და ესპანეთი გაზსადენის პროექტზე მუშაობას იწყებენ, რომელიც ორ ქვეყანას დააკავშირებს.

 

„დავავალეთ ჩვენს მარეგულირებლებს ახალი გაზსადენების ვერსიებზე დაიწყონ მუშაობა, განსაკუთრებით კი საფრანგეთისა და ესპანეთის დამაკავშირებელ გაზსადენზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

საფრანგეთის პირველი პირის თქმით, ახალი გაზსადენები ნახშირის ელექტროსადგურებს ჩაანაცვლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner