ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შესაძლო შეხვედრისთვის შესაბამისი მომზადებაა საჭირო და ამის შემდეგ იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება.
„ლავროვთან შეხვედრა „შეხვედრა-შეხვედრისთვის" არ უნდა იყოს. თუ ეს იქნება რაიმე შედეგის მომტანი, შესაძლოა გაიმართოს. ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. საჭირო იქნება შესაბამისი მომზადება და შემდეგ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ „შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში" რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს.