logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: სერგეი ლავროვთან შეხვედრის საკითხზე გუნდში ვიმსჯელებთ
- +

9 მაისი. 2016. 15:30


ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შესაძლო შეხვედრისთვის შესაბამისი მომზადებაა საჭირო და ამის შემდეგ იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება.


 

ლავროვთან შეხვედრა შეხვედრა-შეხვედრისთვის" არ უნდა იყოს. თუ ეს იქნება რაიმე შედეგის მომტანი, შესაძლოა გაიმართოს. ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. საჭირო იქნება შესაბამისი მომზადება და შემდეგ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა კახა კალაძემ.



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ „შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში" რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner