logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების გადარჩენა კვლავაც შესაძლებელია
- +

28 ივლისი. 2018. 15:55

 

 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოსავალი, ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ურთიერთობები გაუმჯობესდეს.

 

„ურთიერთობა ვაშინგტონთან შესაძლოა, გამოსწორდეს, თუ შეერთებული შტატები თურქეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს მეტი ყურადღებით მოეკიდება“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

ევანგელისტი ენდრიუ ბრანსონი 2016 წლის აგვისტოში თურქეთის ქალაქ ბურსაში დააპატიმრეს. მას ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში დასდეს ბრალი.

 

„ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს და ამის მიზეზი ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებაა. იგი დიდი ქრისტიანი, დიდი ადამიანი და მეოჯახეა. ეს უდანაშაულო კაცი თავისი უდიდესი რწმენით თურქეთის ციხეში იტანჯება“, - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში ორი დღის წინ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner