logo_geo
eng_logo
კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ გლდანის საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს
- +

9 მაისი. 2016. 15:32


9 მაისს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გლდანის საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბორია ფირცხელიანი წარადგინეს.


შეხვედრა მოსახლეობასთან ავჭალაში, სარაჯიშვილის სკვერში გაიმართა.


კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლა თანამოქალაქეებისათვის ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის მილოცვით დაიწყო.


პარტიის გენერალურმა მდივანმა მოსახლეობას მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გაამახვილა საყოველთაო დაზღვევის პროგრამასა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე.


„დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, თანადგომით, ერთსულოვნებით, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან, 2016 წლის 8 ოქტომბერს გველოდება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები. ვფიქრობ, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატის წარმატება იქნება ავჭალაში დასახლებული თითოეული ადამიანის წარმატება. მათ ეყოლებათ ღირსეული წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში, რომელიც  აქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებს დაიცავს", - განაცხადა კახა კალაძემ.


პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ  22 მაისის არჩევნებში „ქართული ოცნება" ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.


 „ჩვენ დღეს წარვადგინეთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თბილისის საკრებულოში, ავჭალის ოლქში, ბატონი ბორია ფირცხელიანი. ეს არის ღირსეული კანდიდატი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ არა მხოლოდ გამარჯვებას მოვიპოვებთ, არამედ მოვიპოვებთ გამარჯვებას ძალიან დიდი უპირატესობით. ამის ყველა წინაპირობა არსებობს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


მოსახლეობას სიტყვით მიმართა ასევე  ბორია ფირცხელიანმა.

 

 "ამ რაიონს კარგად ვიცნობ, გამომდინარე იქიდან, რომ  გახლავართ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბიუროს წევრი რაიონული ორგანიზაციის. აქედან გამომდინარე, პრობლემები ჩემთვის ნაცნობია. გავეცანი  დაწყებულ პროგრამებს, დამთავრებულ პროექტებს. მზად ვარ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედო და დავეხმარო მოსახლეობას მის მოგვარებაში", - აღნიშნა ბორია ფირცხელიანმა.


ბორია ფირცხელიანი არის აფხაზეთის ომის ვეტერანი, „ქართული ოცნების" აქტიური წევრი 2012 წლიდან. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას გლდანის რაიონში იყო საარჩევნო კოორდინატორი, 2014 წელს- თვითმმართველობის არჩევნებისას მუხიანში შტაბის უფროსი, 2013-2016 წლებში გლდანის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრი.


 ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გლდანს მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე წარადგენდა. იგი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსად დაინიშნა.


22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება თბილისის (გლდანი), გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარის თემები); კასპის (მეტეხის თემი); წყალტუბოს (სოფელ წყალტუბოს თემი); ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner