თეთრი სახლის პრესსპიკერის სარა სანდერსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, რუს კოლეგასთან ვლადიმირ პუტინთან კიდევ ერთი სამიტი გამართოს.
„პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჰელსინკის სამიტის შემდეგ კიდევ ერთი სამიტის გამართვა აუცილებელია. მანამდე მან თავად მიიწვია პუტინი ვაშინგტონში და ახლა პრეზიდენტი მზადაა, განიხილოს მისი მიწვევა მოსკოვში“, – განცხადა სანდრა სანდერსმა.
ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში ოფიციალურად მიიპატიჟა.