logo_geo
eng_logo
საგამოძიებო კომისია 31 ივლისს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულებს გამოკითხავს
- +

28 ივლისი. 2018. 20:20

 

 

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები 31 ივლისს, სამშაბათს საქმეზე მსჯავრდებულ პირებს გამოკითხავენ.

 

მსჯავრდებულები გ.ჯ. და გ.ბ. პენიტენციურ დაწესებულებაში გამოიკითხებიან.

 

გ.ჯ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. ხოლო მეორე არასრულწლოვანი – გ.ბ სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

 

ამასთან, მომდევნო კვირის ბოლოს კომისია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ასევე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გამოკითხვას გეგმავს.

 

ამასთან, კომისია უკვე ასრულებს არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვასაც.

 

კომისიის დასკვნა შესაძლოა, 6 სექტემბრისთვის გამოქვეყნდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner