logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: ტყიბულის შახტების მოდერნიზაცია დაკავშირებულია მნიშვნელოვან ინვესტიციასთან
- +

28 ივლისი. 2018. 20:55

 

 

ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, „საქნახშირისთვის“, რომელიც ოპერირებას უწევს ტყიბულის შახტებს, ეს ერთგვარი სოციალური პროექტია, რადგან ზარალზე მუშაობს. როგორც ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „საქნახშირი“ ოპერირების დაწყებიდანვე ზარალზე მუშაობს.

 

„ძალიან სამწუხაროა მომხდარი ფაქტი. ნებისმიერი პროცესი, რომელიც სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისთვის, საჭიროებს გაუმჯობესებას. კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებას უწევს აღნიშნულ ობიექტს, არის ერთგვარი სოციალური პროექტი, რადგან მისი ოპერირების დღიდან კომპანიას ზარალი აქვს და არ აქვს მოგება", - განაცხადა ლექვინაძემ.

 

მისივე თქმით, ოპერირების შეჩერება არის ოპტიმალური გადაწყვეტილება, თუმცა კონსერვაციაც ხარჯებს მოითხოვს და კონსულტაციებია საჭირო თუ როგორ განისაზღვრება თანხები.

 

„არსებული ინფრასტრუქტურა იმდენად მოძველებულია, რომ სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ის, რომ მოხდეს მოდერნიზაცია აღნიშნული ობიექტის, ეს დაკავშირებულია მნიშვნელოვან ინვესტიციასთან და კომპანიის შესაძლებლობებს შესაძლოა აღემატებოდეს, ამიტომ კომპანიის სურვილი, რომ უზრუნველყოს მისი გადაცემა სახელმწიფოსთვის, აქედან არის გამოწვეული. თუმცა, გადაცემასაც გააჩნია თავისი პროცედურები. გარკვეული ხარჯები სჭირდება კონსერვაციასაც. ამიტომ მნიშვნელოვანია კონსულტაციები იმისთვის, თუ როგორ იქნება დანახარჯები ოპერირების გაგრძელებასთან თუ შეწყვეტასთან დაკავშირებით",- განაცხადა ლექვინაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა მზადყოფნა გამოთქვა, კომპანია “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner