logo_geo
eng_logo
ინდოეთში მუსონური წვიმის შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა
- +

28 ივლისი. 2018. 22:23

 

 

ინდოეთის შტატ უთარ-პრადეშში მუსონური წვიმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 58-ს აღწევს. დაშავებულია სულ მცირე 53 ადამიანი. სტიქიამ 6 დასახლებაში საცხოვრებელი სახლები დააზიანა, ჩამოინგრა სახურავები. მოგლეჯილია ხეები და წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები, რაც მოქალაქეთა გარდაცვალების მიზეზი გახდა.

 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაზარალებულთა ფინანსური დახმარების განკარგულება გასცა. სამაშველო ოპერაცია უთარ-პრადეშში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner