ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო. სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრთან აწარმოებს.
შესრულებული სამუშაოების შედეგად გაიწმინდა ქვებს შორის ადგილები, ამოივსო ბზარები, ძველი ცემენტის შევსებები გაიწმინდა და შეიცვალა კირის ხსნარით.
სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება და რესტავრაციისთვის ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარი გამოიყო. მომდევნო წელს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება.
წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი XI ს-ით თარიღდება.