სერბეთის პოლიციამ ბელგრადში, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობით ზურგჩანთა იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ჩანთა წმინდა მარკის ეკლესიასთან იპოვეს. მასში ორი ბომბი იდო, ასევე ცრემლსადენი გაზი, 20 პატრონი, დეტონატორი და ცეცხლსასროლი იარაღი.
ადგილზე ჟანდარმია მობილიზებული.