logo_geo
eng_logo
ეგვიპტეში „ძმები მუსლიმების“ 75 წევრს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
- +

29 ივლისი. 2018. 00:34

 

 

ეგვიპტის სასამართლომ მოძრაობა „ძმები მუსლიმების“ 75 წევრს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. 44 მათგანი პატიმრობაში იმყოფება, 31 პირის მიმართ კი განაჩენი დაუსწრებლად გამოცხადდა. მათ 2013 წლის საპროტესტო აქციების დროს სისხლის ღვრაში ედებათ ბრალი, რასაც 800-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ახლა მათი ბედი ეგვიპტის უმაღლესმა მუფტმა უნდა გადაწყვიტოს, რომელიც აღნიშნულ საქმეებს განიხილავს. თუმცა, მისი დადგენილება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და იურიდიული ძალა არ გააჩნია.

 

აღნიშნულ საქმეზე მორიგი სასამართლო განხილვა 8 სექტემბერს არის ჩანიშნული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner