საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი პოლონეთის ორი მოქალაქე გადაარჩინეს.
ტურისტები რთულ რელიეფურ ზონაში შემორჩნენ და ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. 54 წლის მამაკაცს საშუალო სიმძიმის ტრავმა აღენიშნებოდა.
მაშველებმა ტურისტები თეთნულდის მწვერვალიდან ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.