საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშების სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც 11-დან 8 ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენიდანაა" წარმოდგენილი, ორი „მარსელიდან", ხოლო ერთი „ნიცადან".
მეკარე: სტივ მანდანდა („მარსელი");
მცველები: მაქსველი („პარი სენ-ჟერმენი"), ტიაგო სილვა („პარი სენ-ჟერმენი"), დავიდ ლუისი („პარი სენ-ჟერმენი"), სერჟ ორიე („პარი სენ-ჟერმენი");
ნახევარმცველები: ბლეზ მატუიდი („პარი სენ-ჟერმენი"), მარკო ვერატი („პარი სენ-ჟერმენი"), ლასანა დიარა („მარსელი");
თავდამსხმელები: ანხელ დი მარია („პარი სენ-ჟერმენი"), ზლატან იბრაჰიმოვიჩი („პარი სენ-ჟერმენი"), ჰატემ ბენ-არფა („ნიცა").