ტეხასის სამედიცინო დაწესებულებაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი თავდამსხმელია.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა საღამოს 7 საათზე განხორციელდა. სამედიცინო დაწესებულების გარდა სროლა იყო ერთ-ერთი მოკლულის სახლშიც. პოლიცია მიიჩნევს, რომ ეს ორი თავდასხმა ერთმანეთთან კავშირშია.
ამ დროისთვის მომხდარზე სხვა დეტალები უცნობია.