logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: ანკარასთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, აშშ-ი თურქეთის სახით ერთგულ მოკავშირეს დაკარგავს
- +

29 ივლისი. 2018. 13:15

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ანკარასთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, აშშ-ი თურქეთის სახით ერთგულ მოკავშირეს დაკარგავს.

 

„ჩვენ არ ვართ მიბმულები აშშ-თან. ვაშინგტონში უნდა ახსოვდეთ, რომ თუ ისინი არ შეწყვეტენ მუქარას და არ შეცვლიან დამოკიდებულებას, მაშინ დაკარგავენ ერთგულ მოკავშირეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

თურქეთ სანქციების დაწესებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დაიმუქრა. მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თუ ანკარა არ გაათავისუფლებს ამერიკელ პასტორ ენდრიუ ბრანსონს, მაშინ აშშ-ი მზად იქნება, თურქეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისთვის.

 

პასტორ ბრანსონს თურქეთში 2016 წლის უშედეგო პუტჩის ორგზანიზატორთა დახმარებაში სდებენ ბრალს. ის ამჟამად შინაპატიმრობაში რჩება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner