თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ანკარასთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, აშშ-ი თურქეთის სახით ერთგულ მოკავშირეს დაკარგავს.
„ჩვენ არ ვართ მიბმულები აშშ-თან. ვაშინგტონში უნდა ახსოვდეთ, რომ თუ ისინი არ შეწყვეტენ მუქარას და არ შეცვლიან დამოკიდებულებას, მაშინ დაკარგავენ ერთგულ მოკავშირეს“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთ სანქციების დაწესებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დაიმუქრა. მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თუ ანკარა არ გაათავისუფლებს ამერიკელ პასტორ ენდრიუ ბრანსონს, მაშინ აშშ-ი მზად იქნება, თურქეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისთვის.
პასტორ ბრანსონს თურქეთში 2016 წლის უშედეგო პუტჩის ორგზანიზატორთა დახმარებაში სდებენ ბრალს. ის ამჟამად შინაპატიმრობაში რჩება.