წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 2 აგვისტოს საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს.
„ეს წმინდა ტაძარი დაფუძნებულია წმინდა ილიას მთაზე. წმინდა ილია წინასწარმეტყველის მობინადრეები ვართ, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალ ხუთშაბათს გველოდება წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენება. გვექნება საზეიმო წირვა-ლოცვა. იმავე დღეს არის ხსენება წმინდა ილია მართლისა“, - აღნიშნა პატრიარქმა.