logo_geo
eng_logo
სამართალდამცველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მთათუშეთში არასრულწლოვანი ხევიდან ამოიყვანეს
- +

29 ივლისი. 2018. 15:11

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე წლის 29 ივლისს შევიდა შეტყობინება, რომ მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 2007 წელს დაბადებული დ. ბ. 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„შეტყობინების მიღებისთანავე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის სამმართველოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მალევე მოახერხეს.

 

ამ დროისთვის დ.ბ. თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner