საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ საგურამოში ბალახი და ბუჩქნარი იწვის.
ცეცხლი დაახლოებით 3 ჰა ფართობზეა გავრცელებული.
დიდი დაკვამლიანება ერთ-ერთ ლოკაციაზე ძველი საბურავების დაწვამ გამოიწვია.
ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
ადგილზე მუშაობს 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.