ავტორი ალა გრიგალაშვილი
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილს „პანორამა თბილისთან" და ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში ბიზნესინტერესები ამოძრავებს.
„არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს უცხოური ინევსტიციების და თუ ჩინელებს ვაძევთ ქუთაისში მთელს ავტოქარხნის ტეროტორიას, ივანიშვილს რატომ არ მივცეთ? იქნებ ამაზე გამცეს ვინმემ პასუხი? თუ საქართველოს მოქალაქე აპირებს საქართველოში ინვესტიციის განხორცილელებას, მას უფრო მეტი უპირატესობა უნდა გააჩნდეს, ვიდრე უცხოელ ინვესტორს. ადამიანი, რომელიც საქართველოში აკეთებს ბიზნესს, ის ავტომატურად დაინტერესებულია იმით, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და განვითარება.
ყველაფერს თავის დავანებოთ, საქართველოში რაც ივანიშვილს ქველმოქმედებაში აქვს დახარჯული, ამის შემდეგ რა ბიზნესინტერესებზეა საუბარი?!", - განაცხადა პოლიტოლოგმა.