მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 3 ჰა ფართობზე ბალახი, ბუჩქები და საბურავები დაიწვა, რამაც დიდი დაკვამლიანება გამოიწვია.
ადგილზე 60 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. უწყების ცნობით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
ხანძარი სოფელ საგურამოში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.