ჩრდილო-დასავლეთ კამერუნში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე სეპარატისტული ჯგუფის თავდასხმის შედეგად, ციხიდან 163 პატიმარი გაიქცა. ინფორმაციას Camerounweb-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სეპარატისტებმა რეგიონში რამდენიმე თავდასხმა მოაწყვეს, მათ შორის საპატიმროზეც, შედეგად კი ციხის ყველა პატიმარი გაიქცა. სამართალდამცველები არ დაშავებულან.