თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, 17 მაისს საკრებულოში მისვლის შესახებ გადაწყვეტილება შიდაკონსულტაციების შემდეგ მიიღო.
დედაქალაქის მერი მისი მისამართით დასმულ კითხვებს უპასუხებს. ოპოზიცია მერის მისვლას საკრებულოში ბოტანიკური ბაღის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ ითხოვდა, თუმცა როგორც რამდენიმე დღის წინ მერმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის" დაძახილზე ის საკრებულოში მისვლას არ აპირებდა და მხოლოდ უმრავლესობის გადაწყვეტილების შემთხვევაში მივიდოდა.