logo_geo
eng_logo
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად ჩამოწოლილი მეწყერის გამო, რინჯანის ვულკანთან 560 ტურისტია ჩარჩენილი
- +

30 ივლისი. 2018. 10:51

 

 

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად რინჯანის ვულკანთან 560 ტურისტია ჩარჩენილი.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრას მეწყერის ჩამოწოლა მოჰყვა, რის გამოც ტურისტები მთიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. მაშველები ტურისტების გამოყვანას უახლოეს დროში მოახერხებენ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტებს შორის, 311 ჩინელი ტურისტია, ასევე არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, მალაიზიის, კანადის, საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და სინგაპურის მოქალაქეები.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ უახლოეს დროში მიაწვდიან წყალსა და საკვებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner