logo_geo
eng_logo
საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა
- +

30 ივლისი. 2018. 11:29

 

 

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად 25 ადამიანი მიიჩნევა.

 

29 ივლისის მდგომარეობით იდენტიფიცირებულია 59 დაღუპული. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულები შესაძლოა იმ დაღუპულებს შორის იყვნენ, ვინც ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

 

საბერძნეთში ხანძრის შედეგად 2 000 სახლია განადგურებული.

 

ხანძრის გაჩენის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner