საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად 25 ადამიანი მიიჩნევა.
29 ივლისის მდგომარეობით იდენტიფიცირებულია 59 დაღუპული. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულები შესაძლოა იმ დაღუპულებს შორის იყვნენ, ვინც ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.
საბერძნეთში ხანძრის შედეგად 2 000 სახლია განადგურებული.
ხანძრის გაჩენის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.