logo_geo
eng_logo
„გიორგი მარგველაშვილი მოწევის გამო რამდენჯერმე დააჯარიმეს, ჯარიმა კი ბიუჯეტიდან გადაიხადა“
- +

30 ივლისი. 2018. 12:16

 

 

გაზეთი „პრაიმტაიმი“ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით მასალას აქვეყნებს, სადაც ქვეყნის პირველი პირის სკანდალში გახვევის ფაქტებზეა საუბარი:

 

„მარტში მარგველაშვილი ამერიკაში გაემგზავრა ვიზიტად. რა თქმა უნდა, ის ერთ-ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საპრეზიდენტო აპარტამენტებში გაჩერდა. თავისთავად, პრეზიდენტია და ნომერიც საპრეზიდენტო სჭირდება... მიღება-შეხვედრები, ოფიციალური სადილები მაღალ დონეზე, ისე, როგორც ამას პრეზიდენტები იმსახურებენ... მაგრამ პირად სივრცეში მარტო დარჩენილმა მარგველაშვილმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

 

ასეთი სასტუმროები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით. ნომრებში მოწევა კატეგორიულად იკრძალება და თუ მაინც მოუკიდე საკუთარ ნომერში, თუნდაც საპირფარეშოში, სასტუმროში უსაფრთხოების სისტემა ირთვება და განგაშის ზარი ირეკება. ასე მოხდა მაშინაც, განგაში დაიწყო, სისტემამ სიგარეტის კვამლი ხანძრის კერად აღიქვა, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა ხანძრის ნაცვლად გიორგი მარგველაშვილს მიაგნო – ის საკუთარ ნომერში სიგარეტს ეწეოდა.

 

საქართველოს პრეზიდენტი 750 დოლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილიც. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იმავე სასტუმროს ნომერში მეორე დღესაც მოწია სიგარეტი და მესამე დღესაც და ისევ და ისევ დააჯარიმეს. ჯარიმა კი ბიუჯეტმა დაფარა. ანუ ჩვენ.

 

ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, უცხოელმა დიპლომატებმა რამდენჯერმე, დიპლომატიური არხებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მარგველაშვილზე საგანგებო დოკუმენტები გადაუგზავნეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის უცნაური თუ სკანდალური ქცევის შემცველია, თუმცა, უწყება, ამ დოკუმენტებზე კომენტარს არ აკეთებს“, - ნათქვამია „პრაიმტაიმის“ სტატიაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner