logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ გაგუა: მიმდინარე წლის 6 თვის მაჩვენებლით, მთავრობის ვალი შემცირდა
- +

30 ივლისი. 2018. 13:58

 

 

„მიმდინარე წლის 6 თვის მაჩვენებლით, მთავრობის ვალი შემცირდა“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი განმარტებით, მთავრობის ვალი ითვალისწინებს როგორც საგარეო, ისე საშინაო ვალს.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, ფინანსთა სამინისტროს მთავარი მიზანია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდეს.

 

„წლის დასაწყისის მაჩვენებლებით, მთავრობის ვალი შეადგენდა 44%-ს და გაზრდილმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საშუალება შეგვემცირებინა მთავრობის ვალი და ის შეადგენს 40,4%-ს", - განაცხადა გაგუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner