ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
„რეპორტიორისთვის“ ცნობილი გახდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა „დამსახურების“ გამო მიანიჭეს გენერლის წოდება ამიერკავკასიაში „გრუ-ს, ფსბ-ს, მოსადისა და ეთიოპიის დაზვერვების რეზიდენტს“, რომლის ფსევდონიმია „ბებერი გენერალი“ და რომელიც „დაუნდობლად და სრული პასუხისმგებლობით“ გამოააშკარავა ერთერთი საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენისადმი მიძღვნილ და პირდაპირ ტელეეთერში მიმდინარე გადაცემაში საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილმა ერთმა „პუბლისტმა“ ქალბატონმა.
მაშ ასე, ჯერ ფრაგმენტი პატაკიდან:
***************************************************
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს - ვ.ვ.პუტინს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ჩანერგილი ჩვენი აგენტურის და გავლენის აგენტების მეშვეობით დავამთავრეთ პირველი ეტაპი იმ პროცესისა, რომლის შედეგადაც, ადგილობრივი კანონმდებლობის სრული დაცვით, რუსეთის კაპიტალს გადაეცა საკუთრებაში, ასევე, ზედამხედველობის დაწესების ფორმით, საქართველოს ეკონომიკის ძირითადი დარგების შემდეგი წამყვანი ობიექტები:
1) ენგურჰესი _ რუსული კომპანია „რაოესი“.
2) ჟინვალჰესი _ რუსული კომპანია „რაოესი“.
3) რიონჰესი _ რუსული კომპანია „ენერჯ ინვესტი“.
4) გუმბათი 1, გუმბათი 2 _ რუსული კომპანია „ენერგო პრო“.
5) ლაჯანურჰესი _ რუსული კომპანია „ენერგო პრო“.
6) შაორჰესი _ რუსული კომპანია „ენერგო პრო“.
7) აჭარის წყალი _ რუსული კომპანია „ენერგო პრო“.
ვარციხე 1 _ რუსული კომპანია „ინტერ რაო“.
ვარციხე 2 _ რუსული კომპანია „ინტერ რაო“.
ვარციხე 3 _ რუსული კომპანია „ინტერ რაო“.
ვარციხე 4 _ რუსული კომპანია „ინტერ რაო“.
9) ხრამი 1 _ რუსული კომპანია „რაოესი“.
10) ხრამი 2 _რუსული კომპანია „რაოესი“.
11) ხრამი 3
12) ხრამი 4 _ აშენების ნებართვებიც „რაოესს“ ევალება ხელშეკრულებით.
13) ხრამი 5
14) ყაზტრანსგაზ თბილისი _ რუსული კომპანია „გაზპრომი“.
15) გაზგამანაწილებელი კომპანია „იტერა“ _ რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიაა.
16) შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“ _ რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიაა.
17) გარდაბნის მე-9 ენერგო ბლოკი _ რუსული კომპანია „ინტერრაო“.
18) გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი _ რუსული კომპანია „ინტერრაო“.
19) მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები _ რუსული კომპანია „ინტერრაო“.
20) „მადნეული“ _ რუსული კომპანია „პრომიშელ ინვესტი“.
21) „კვარციტი“ _ რუსული კომპანია „პრომიშელ ინვესტი“.
22) საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან _ „რუსეთის რკინიგზა“.
23) კომპანია „ბილაინი“ _ რუსული კომპანია.
24) „აზოტი“ _ რუსული კომპანია „პრომიშელ ინვესტი“.
25) „გაერთიანებული ქართული ბანკი“ _ რუსული კომპანია „ვითიბი“.
26) „ლუკოილი რუსული კომპანია“ _ „ლუკოილი“.
27) ზესტაფონის „ფერო“ _ რუსული კომპანია „პრომიშელ ინვესტი“.
28) ელმავალმშენებელი ქარხანა _ რუსული კომპანია „დემა კომპიუტერი“.
29) არამიანცის, თბილისის #1 საავადმყოფო _ რუსული კომპანია „ბატუსი“.
30) თბილისის წყალი _ რუსული კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“.
ვალოდია, აწი რამდენიც უნდა იმდენი იხმაუროს ახლანდელმა ე. წ. ოპოზიციამ, რომლის საპარლამენტო ფრაქციებში წარმოდგენილია წინა ხელისუფლების რამდენიმე თვალსაჩინო ფიგურა, რომელთა ძალისხმევით და სიხარბე-მსუნაგობით მივაღწიეთ ამ, ანუ, ისეთ ვითარებას, როცა ნებისმიერ დროს შევძლებთ გამოვიწვიოთ ქართული სახელმწიფოს ეკონომიკის „პარალიჩი“ და მის პარალელურად, ნებისმიერი მასშტაბის სოციალური „ბუნტი“. ისე, როგორც ეს ამერიკელებმა კლასიკურად გააკეთეს ჩილეში, პრეზიდენტ ალიენდეს დასამხობად და გენერალ პინოჩეტის გასამარჯვებლად.
ახლა ვფიქრობთ, ღირს თუ არა ეს მასალები მივაწოდოთ საქართველოში მიმდინარე პრეზიდენტის წინასაარჩევნო პროცესის მონაწილე კანდიდატებს...
ხომ არ ჯობს, უწინარესად, ამ მასალებით მოვამარაგოთ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის (ანუ, ძირითადად, სასაცილო თითო-კაციანი პარტიების „დასტის“) საპრეზიდენტო კანდიდატი (ჩვენი დაშიფრული კადრის ოფიცერი, თქვენთვის ცნობილი ფსევდონიმით „ბალერონი“), რომელმაც ხმაურით დაიწყო საკუთარი საარჩევნო პროცესი, სადაც წამყვანი როლი ათამაშეს უაზროდ მაყეფარ მოშტერო ტიპაჟს.
ამ და სხვა „სანდო“ ინფორმაციის „გაჟონვის“ მიზანია ისტერიული წივილ-კივილი იმის შესახებ, რომ რუსული კომპანიებისთვის ამ უმნიშვნელოვანესი ობიექტების გადაცემა დააბრალონ ივანიშვილის დღეს მოქმედ(!!!) ხელისუფლებას და თავიდან აიცილონ საკუთარი გადაწყვეტილებების და საქმეების კონკრეტული კრიტიკა გამოძიების მოთხოვნები.
დარწმუნებით ვვარაუდობთ, რომ ასეთი პროპაგანდა ხელს შეუწყობს ისედაც უკვე გახმაურებული ეჭვების გაძლიერებას ივანიშვილის ხელისუფლების მტკიცებისადმი, რომ მას გულწრფელად სურს ნატო-სთან (რომელიც ზოგიერთებს კინო-ვარსკვლავ ნატო ვაჩნაძეში ერევათ) და დასვლეთთან თანამშრომლობის გაღრმავება. ეს კი ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს.
ველოდები ხელმძღვანელობის მითითებებს. ოღონდ, ვალოდია, როგორც დიდი ხნის მეგობარს გთხოვთ, ეს მითითებები მომაწოდოთ დახურული კავშირის არხებით და არა ისე ღიად და გაშიფრული აგენტურის და ინგა გრიგოლიას პირდაპირი ტელე-შოუს მეშვეობით. უხერხულ დღეში ჩავვარდი, როცა ამ ტელევიზიის პირდაპირი ეთერით, თანაც ისტერიკით და შეშლილი სახით გაკეთებული განცხადებით გავიგე მე და მთელმა საქართველომ ჩემთვის "გრუ-ს გენერლის საპატიო წოდების" მონიჭება. ამისთვის დიდი მადლობა, მაგრამ ამ ამბავმა გამოიწვია ისეთი შური, ბოღმა და ღვარძლი, რომ კანდიდატმა და კოლეგა „ბალერონმა“ ქურდულ, ძველბიჭურ ტონალობაში მოურიდებლად განაცხადა ისე, როგორც ჩვენს „შტაბ-კვარწირაში“ იციან ყრანტალი: პირდაპირ „ზაე**ბალი!“
ვემსახურები მშობლიურ რუსეთს!
„ბებერი გენერალი“,
თბილისი, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექცია, 30 ივლისი, 2018 წ.