logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ონლაინ-სესხების მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი იქნება
- +

9 მაისი. 2016. 15:58



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი იქნება.



ამ პროექტის მიხედვით, რასაც ვიხილავთ, მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი უნდა იყოს. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. შინაარსი პროექტის განხილვისა არის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა იმიტომ, რომ დღეს, სამწუხაროდ, მოსახლეობაში ფინანანსური საკითხების ცოდნა არ არის იმდაგვარი, რომ მათ თავიანთი თავი დამოუკიდებლად დაიცვან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი იმდაგვარად იყოს დარეგულირებული, რომ მოსახლეობამ მიიღოს აღნიშნული მომსახურება, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს, მათ არ გასწიონ იმაზე მეტი რისკები, რაც ბუნებრიობას სცილდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



მთავრობამ ონლან-სესხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner