logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკის“ გენერალური პარტნიორობით „ბლექ სი არენაზე“ გიორგი მიქაძის უნიკალური პროექტი „Voisa“ გაიმართება
- +

30 ივლისი. 2018. 17:43

 

„საქართველოს ბანკის“ გენერალური პარტნიორობით 4 აგვისტოს „Check In Georgia“-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“  გიორგი მიქაძის უნიკალური პროექტი „VOISA“ გაიმართება. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.

 

პროექტს „VOISA“-ს  მიზანია, საქართველო მსოფლიოს გააცნოს და გახდეს ქართული  კულტურის სავიზიტო ბარათი. „VOISA“-ს ავტორი აშშ-ში მოღვაწე, ბრწყინვალე პიანისტი და კომპოზიტორი, Berklee College of Music-სა და Manhattan School of Music-ის მაგისტრი,  Yamaha-ს  ჯაზარტისტი გიორგი მიქაძეა, რომელმაც შექმნა თანამედროვე მუსიკის  უპრეცედენტო ჟღერადობის მუსიკალური პროექტი საკუთარი ამერიკული All-Star Band-ისა და ანსამბლ „ბასიანისთვის“. 

 

„VOISA“-ს პრეზენტაცია შედგა ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცე  ShapeShifter Lab-ში, 2016 წელს, ხოლო მისი ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა 2017 წლის 14 ივნისს პეკინის საკონცერტო დარბაზში უდიდესი წარმატებით შედგა.

 

4 აგვისტოს კონცერტისათვის შეერთებული შტატებიდან ეწვევიან საუკეთესო ხმის რეჟისორები და All-Star Band-ი ანტუან კატსის, შაჰარ ელნათანის, ზაკ მალინსის, ფერნანდო საჩის და რონი ეითანის შემადგენლობით. სპეციალურად ამ პროექტის ფარგლებში მოწვეულია აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტი, MC, OK Player-ის არტისტი რეიდარ ელისი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner