პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი ლიდერები სააკაშვილის „ჩაჩოჩებას" ცდილობენ, საეჭვო და ნაკლებად რეალური მოსაზრებაა.
„მეეჭვება, „ნაციონალურ მოძრაობას" არ სჭირდებოდეს სააკაშვილი, ისევე როგორც ამ უკანასკნელს ნაციონალური მოძრაობა. ბოლო კვლევებით ამ პარტიას 15 %-იანი რეიტინგი აქვს და ის არ იზრდება. მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას რომ ზურგი აქციოს, დარწმუნებული ვარ, მისი რეიტინგი, განახევრდება. შესაბამისად გაუგებარია, რაში უნდა აწყობდეთ მისი ჩაჩოჩება. თავის მხრივ, სააკაშვილსაც სჭირდება ეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც გარკვეული გავლენა აქვს დასავლურ წრეებზე, სწორედ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის", - განაცხადა საყვარელიძემ.