როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ ეკლესია-ტაძრების მშენებლობისას დღგ-სგან მხოლოდ საპატრიარქოს გათავისუფლების მუხლი არაკონსტიტუციურად სცნო. „კარიბჭე“ დაინტერესდა სასამართლო აქტით, რომელშიც აღწერილია ყველა დეტალი, თუ რატომ მოხდა ამ მუხლის გადახედვა და რატომ განიხილა ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ.
მომჩივანები არიან:
„საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“;
ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“;
სსიპ „ქრისტეს ეკლესია“;
სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“;
ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი“;
სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“;
ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“;
სსიპ „წმინდა სამების ეკლესია“.
მათ გააპროტესტეს მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობა ტაძრების მშენებლობისას დღგ-ს გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათების გამო და შეიტანეს სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. მოითხოვეს, რომ პატრიარქის კურთხევით მშენებლობების დროს არსებული შეღავათები მოიხსნას.
საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.