logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე სახალხო დამცველს შეხვდა
- +

30 ივლისი. 2018. 21:01

 

 

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ სახალხო დამცველთან  ნინო ლომჯარიასთან სახალხო დამცველის ოფისში პირველი ოფიციალური სამუშაო შეხვედრა გამართა. შალვა თადუმაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს პროკურატურისა და სახალხო დამცველის აპარატის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოხატა მზადყოფნა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს საქმიანი ურთიერთობა ორ ინსტიტუტს შორის. 

 

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო იმ მნიშვნელოვან სისხლისსამართლის საქმეებს, რომელთა  მიმდინარეობაში ომბუდსმენის აპარატი აქტიურად არის ჩართული. მთავარმა პროკურორმა ისაუბრა ასევე დაზარალებულებსა და პროკურატურას შორის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. შალვა თადუმაძე და ნინო ლომჯარია შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები პერიოდულად აუცილებლად შედგება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner