ესპანეთის პრიმერადივიზიონის 37-ე ტურში, მადრიდის „რეალმა" საკუთარ მოედანზე „ვალენსია" დაძაბულ დაპირისპირებაში 3:2 დაამარცხა. ეს შეხვედრა უკანასკნელი საკლუბო მატჩი „სამეფო კლუბის" მაისურით, „სანტიაგო ბერნაბეუზე" ალვარო არბელოასთვის ფეხბურთელის რანგში უკანასკნელი აღმოჩნდა, ამიტომ იგი თანაგუნდელებმა და კლუბის გულშემატკივრებმა პატივით გააცილეს.
არბელოას მადრიდული კლუბის მაისურით კარიერის მანძილზე 155 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც თავი 3 გატანილი გოლით გამოიჩინა. სხვადასხვა დროს იგი „დეპორტივოსა" (20 მატჩი) და „ლივერპულის" (66 მატჩი და 2 გოლი) ღირსებას იცავდა.