logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობა ვერ განხორციელდება
- +

9 მაისი. 2016. 16:54



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა არსებულ ინფორმაციას, რომ ბოტანიკური ბაღის ის 4 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სხვა ტერიტორიაში გაცვალა, უვარგისია, ვინაიდან იქ ელქტროგადამცემი ხაზები გადის, რაც ადამიანებისთვის საზიანოა. მისი თქმით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზები იქნება თუ არა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან იქ მშენებლობა ვერ განხორციელდება.



რაც შეეხება ელექტროგადამცემ ხაზებს, არ ვიცი რატომ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში. ეს არის ბოტანიკური ბაღის ტერიტორია და იქ ელექტროგადამცემი ხაზები იქნება თუ არა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მშენებლობა ვერ განხორციელდება. ის, რომ ლამაზად განაშენიანებული ბუნება იყოს ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ, ამისთვის ელექტროგადამცემი ხაზები საშიში არ არის. ისინი საშიშია, თუ მის ქვეშ სახლი შენდება. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სახლი ვერ აშენდება, იმიტომ რომ დღეს იქ არის განაშენიანებული ტყე და ბევრი ნარგავია დარგული, რაც მგონია, ამ ტერიტორიას პირიქით, ღირებულებას მატებს და არ აკლებს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner