logo_geo
eng_logo
„ახალი ტერმინალის აშენებით თბილისის აეროპორტი დაბრკოლების გარეშე შეძლებს 3.5 მილიონი მგზავრის მომსახურებას“
- +

9 მაისი. 2016. 16:54



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის  ჩამოფრენის ახალი ტერმინალის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.


ვიცე-პრემიერმა კომპანია „ტავ ჯორჯიას" ხელმძღვანელობასთან და სხვა სტუმრებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა.



ქუმისშვილის განცხადებით, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მისივე თქმით, ადგილზე დიდძალი ტექნიკაა მობილიზებული და ყველა სტრუქტურა, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, სინქრონულად მუშაობს.



ქუმსიშვილის განცხადებით, კომპანია „ტავ ჯორჯიასთან" მოლაპარაკებები 2015 წლის ივნისში დასრულდა და მოხდა ხელშეკრულების განახლება.



აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მას შემდეგ რაც, მგზავრთნაკადი 1.8 მილიონს მიაღწევდა, მათ ჰქონდათ ახალი ტერმინალის მშენებლობის ვალდებულება. 2015 წლის ბოლოს მგზავრთნაკადმა მიაღწია აღნიშნულ ციფრს, შესაბამისად, ხელშეკრულების თანახმად, მათ წარმოადგინეს პროექტი. აღნიშნული ტერმინალის აშენებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს 3.5 მილიონი მგზავრის მომსახურებას დაბრკოლების გარეშე. შემდეგ ხელშეკრულებაში კიდევ არის ჩადებული ასეთივე პუნქტი, რომ გარკვეული მგზავრთნაკადის მიღწევის შემთხვევაში, იქნება ვალდებულება, რომ ტერმინალი გაიზარდოს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



კომპანია „ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 ივნისს დასრულდება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner