უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ერთ-ერთ ქადაგებაში მრევლს შემდეგი სიტყვებით აფრთხილებს:
„ქვეყანაში არსებული კანონები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ღვთისაგან დადგენილ კანონებს, სხვა შემთხვევაში, როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს სახელმწიფო ეკონომიურად, აუცილებლად დიდი სულიერი პრობლემების წინაშე დადგება... ვაფრთხილებთ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებული, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიანი იქნება, რადგან ჟამი ახლო არს".