logo_geo
eng_logo
მარნეულში, სოფელ სადახლოში გორაკზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
- +

31 ივლისი. 2018. 10:23

ქვემო ქართლში, სადახლოში გორაკზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

 

ადგილზე რჩება 120 მეხანძრე-მაშველი.

 

ხანძარი საქართველო-სომხეთის საზღვართან გორაკზე გაჩნდა და საქართველოს ტერიტორიაზე დამწვარია 20 ჰა ფართობი, სომხეთის ტერიტორიაზე - 50 ჰა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner