ქვემო ქართლში, სადახლოში გორაკზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე რჩება 120 მეხანძრე-მაშველი.
ხანძარი საქართველო-სომხეთის საზღვართან გორაკზე გაჩნდა და საქართველოს ტერიტორიაზე დამწვარია 20 ჰა ფართობი, სომხეთის ტერიტორიაზე - 50 ჰა.