logo_geo
eng_logo
ქეთი ხარძიანი: გია უდესიანის წარსულის მქონე კაცი ქვეყნის სირცხვილია!
- +

9 მაისი. 2016. 17:29


 

„გია უდესიანს უდანაშაულობის დასამტკიცებლად რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება რომ ჰქონოდა, შეეძლო, 2014 წლის ივლისში პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოედგინა", - ამის შესახებ ბესო ხარძიანის ქალიშვილი ქეთი ხარძიანი აცხადებს.



„მათ წააგეს და დადგინდა, რომ ხელშეკრულება იძულებითი იყო და მამას მოუწია ბიზნესის დათმობა. უდესიანის ადვოკატები ამბობდნენ, თითქოს ხარძიანისთვის 3 მილიონი აქვს გადახდილიო. ამის დამადასტურებელი ქვითარი ან რაიმე საბუთი ხომ უნდა არსებობდეს? ფულის ხსენებაც არ ყოფილა. მამაჩემს წილი არაადამიანური მოპყრობით გადააფორმებინეს. სასაცილოა, უდესიანი რომ ამბობს, პოლიტიკაში მოსვლას ვაპირებდი და მდევნიანო. პოლიტიკური ფიგურა კი არა, „ნაცმოძრაობის" შავბნელ ძალებთან დაახლოებული ჯალათია, რომელიც მათ ნება-სურვილს ასრულებდა და ერთ-ერთი დავალება მამაჩემისთვის ნარკოტიკების ჩაყრა და ციხეში ჩაგდება იყო. მაჟორიტარი კი არა, ასეთი წარსულის მქონე კაცი ქვეყნის სირცხვილია. ამ ყველაფერს იმიტომ თხზავს, რომ დაჩაგრულად წარმოაჩინოს თავი და თავშესაფარი მოიპოვოს. ეს ხომ ნაცმოძრაობის აპრობირებული მეთოდია", - განაცხადა ქეთი ხარძიანმა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner