logo_geo
eng_logo
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების გამოკითხვა მიმდინარეობს
- +

31 ივლისი. 2018. 11:13

 

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები სასჯელაღსრულების ნომერ მერვე დაწესებულებაში საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს კითხავენ. ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გ.ბ.-ს და დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს კომისია სამკაციანი ჯგუფების ფორმატში გამოკითხავს.

 

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისიისთვის მნიშვნელოვანი იქნება ის ინფორმაცია, რომელსაც მათ მსჯავრდებულები მიაწვდიან.

 

„კომისია პრაქტიკულად მუშაობის ფინალურ სტადიაზე გავიდა. ჩვენ თითქმის დავასრულეთ ყველა მნიშვნელოვანი მოწმის გამოკითხვა. დაგვრჩნენ მსჯავრდებულები და კიდევ რამდენიმე მოწმე, რომლებსაც უახლოეს რამდენიმე დღეში დავკითხავთ. მსჯავრდებულებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ჩხუბში და იყვნენ ყველაფრის შემსწრე, მათ შორის მათ ჩაიდინეს ასევე კონკრეტული დანაშაული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მათგან იმ ინფორმაციის მიღება, რომლის ნაწილი მათ სასამართლოზეც მოყვნენ, მაგრამ შეიძლება იყოს ინფორმაცია, რომელიც ბოლომდე არ გაუცვნიათ სასამართლოსთვის და სხვა უწყებებისთვის. ჩვენ ასევე სხვა მოწმეებისგანაც მივიღეთ ჩვენებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც შსს-ს გადავუგზავნეთ. მსჯავრდებულების ჩვენებები და სხვადასხვა მოწმეებიდან მიღებული ინფორმაცია საბოლოო ჯამში შექმნის სურათს, რომელიც საფუძვლად დაედება კომისიის საბოლოო დასკვნას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner