logo_geo
eng_logo
თემურ შაშიაშვილი: ამ გამარჯვებაში ჩვენმა თანამემამულეებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს
- +

9 მაისი. 2016. 17:30


 

საამაყოა და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს,  რომ  ამ გამარჯვებაში ჩვენმა თანამემამულეებმა უდიდესი   წვლილი შეიტანეს," - განაცხადა  თეთრების ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, რომელიც  გამარჯვების დღეს ტრადიციულად ვაკის პარკში შეხვდა.



ჩვენ სიამაყით თავაწეულნი უნდა ვიდგეთ,   ქედს ვიხრით იმ ადამიანების მიმართ, რომელთა სიცოცხლის ფასადაც მოვიდა ეს გამარჯვება და მადლიერნი ვართ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების .  ამ ადამიანებს განსაკუთრებული გაფრთხილება და დაფასება სჭირდებათ.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ არ არსებობს ცივილიზებული ერი, მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ზნეობრივი მოაზროვნე პლანეტაზე, ვინც არ აღიარებს სტალინის განსაკუთრებულ როლს ამ გამარჯვებაში. ჩვენში, მის სამშობლოში, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გარე მასონურ ძალთა მხარდაჭერის, ფინანსების  მოპოვების მიზნით,  უარყოფენ იმას, რისი უარყოფას არ შეიძლება. ბევრი მათგანისთვის,  სტალინის წინააღმდეგ ბრძოლა გაიგივებულია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლასთან. სინამდვილეში ისინი ვერც სტალინს ებრძვიან და ვერც რუსეთს. მაგრამ საქართველოს რომ ებრძვიან, ჩემთვის ეს ოდნავაც არ არის საკამათო. სტალინმა გაუძლო ფაშიზმსაც, მის მოწინააღმდეგეებსაც, და დროსაც. სწორედ დრომ დაადასტურა სტალინის დიდი როლი ფაშიზმის დამარცხებაში და გერმანელი ერის სიძლიერეზე ლაპარაკობს ის, რომ მათ არ უჭირთ ამის აღიარება".  - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner