ე.წ. მესაზღვრეებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოდან მოქალაქე ვასილ სალამაშვილი გაიტაცეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, აღნიშნული პირი დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით. სუს-ში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.