logo_geo
eng_logo
ზურა ყიფშიძე: კლინიკური სიკვდილი ორჯერ გადავიტანე
- +

9 მაისი. 2016. 17:32



მსახიობი ზურა ყიფშიძე გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ შეხება ჰქონდა  ამუცნობ შემთხვასთან, რომელიც მას მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად წყნეთში გადახდა.

 

„მე, ჩემმა მეუღლემ და კიდევ რამდენიმე მეგობარმა მფრინავი თეფში ვნახეთ წყნეთში. ყველანი აბსოლიტურად ფხიზლები ვიყავით, ვუყურებდით, როგორ მოფრინდა თეფშის მსგავსი, მერე იქიდან გადმოვიდნენ მისივე მსგავსი პატარა რაღაცები და სხვადასხვა მხარეს წავიდნენ. ეს საოცრება იყო, ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი სანახაობა,"- იხსენებს მსახიობი.


ამავე ინტერვიუში ყიფშიძე საუბრობს კლინიკურ სიკვდილზე , რომელიც მან ორჯერ გადაიტანა.


„კლინიკური სიკვდილი ორჯერ გადავიტანე, ერთხელ მოსკოვში და მეორედ თბილისში. იქ საოცარი სიმშვიდის განწყობა დამეუფლა, მაგრამ მაინც აქ მირჩევნია, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ვთვლი, რომ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი," -  ამბობს ყიფშიძე.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner