logo_geo
eng_logo
სამართალდამცველებმა თბილისში ე.წ. მაინერები ამოიღეს, რომლითაც სავარაუდოდ ელექტროენერგიის უკანონოდ დაუფლება ხდებოდა
- +

31 ივლისი. 2018. 19:30

 

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დღეს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნივთმტკიცებად მოქალაქე გ.ს-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები ამოიღეს.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული ე.წ. მაინერების საშუალებით ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა.

 

ნივთმტკიცებების ამოღება გამოძიების ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც შსს-ს  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილება  სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების საფუძველზე აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 5  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner